ფორმულა უნივერსალი CF-227
გამოყენების არე: ცემენტის ფუძეზე დამზადებული წებოცემენტი, გამოიყენება შიდა და გარე სამუშაოებისთვის, მცირე და საშუალო ზომის კერამიკული და კერამოგრანიტის ფილების დასაგებად, როგორც ჰორიზონტალურ, ასევე ვერტიკალური მიმართულებით. მაქსიმალური სისქეა 20მმ. გამოიყენება არასწორ ზედაპირებზეც, წინასწარი გასწორების გარეშე. აგრეთვე მიზანშეწონილია ყველა ტიპის ბლოკის დასაწყობად, შიდა და გარე კედლების მოსაწყობად. ასევე თბოსაიზოლაციო მასალების, ხმაურის საწინააღმდეგო პანელების, თაბაშირ-მუყაოს, მარმარილოს ფილებისა და მოზაიკის ზედაპირებზე სამუშაოდ.
შემადგენლობა: ფორმულა უნივერსალი CF-227 ნაცრისფერი ფხვიერი მასაა, შეფუთული 25- კილოგრამიან ტომრებში. პროდუქტი შედგება ცემენტის, მაღალი ხარისხის ქვიშის, მინერალური დანამატების და სპეციალური დანამატებისგან. მათი დოზირება შემუშავებულია და კონტროლდება მშრალი ნაზავების საწარმო „ფორმულას“ ლაბორატორიაში.
მახასიათებლები:
წყალთან შერევის შემდეგ, ახასიათებს:
დაბალი სიბლანტე, ადვილად დენადობა;
ტიქსოტროპიულობა;
ძლიერი შეჭიდულობა;
მოცულობის მდგრადობა;
დიდი სამუშაო დრო;
ყინვაგამძლეობა;
ცეცხლგამძლეობა.
პროდუცტის მოთხოვნა
პროდუქტის მოსათხოვნად გამოიყენეთ გასაგზავნი ფრომა!