ფორმულა უნივერსალი C-222

კლასიფიკაცია EN 12004-ის მიხედვით. წებოცემენტი ფორმულა უნივერსალი C-222 მაღალ ელასტიური (S1), დაცურება მედეგი, სტანდარტული სამუშაო დროის მქონე პროდუქტია. (T), გამოიყენება შიდა და გარე სამუშაოებისთვის (CO). მიეკუთვნება ყინვამედეგობის F25 და ცეცხლგამძლეობის A2 კლასს.
ხელმისაწვდომი: 3200
წონა: 25 კგ

გამოყენების არე: ცემენტის ფუძეზე დამზადებული წებოცემენტი, გამოიყენება შიდა და გარე სამუშაოებისთვის, მცირე და საშუალო ზომის კერამიკული და კერამო გრანიტის ფილების დასაგებად, როგორც ჰორიზონტალურ, ასევე ვერტიკალური მიმართულებით. მაქსიმალური სისქეა 20მმ. გამოიყენება არასწორ ზედაპირებზეც, წინასწარი გასწორების გარეშე. აგრეთვე მიზანშეწონილია  სხვადასხვა ტიპის, მათ შორის, იტონგის ბლოკების დასაწყობად, შიდა და გარე კედლების მოსაწყობად. განკუთვნილია თბოსაიზოლაციო მასალების, ხმაურის საწინააღმდეგო პანელების, თაბაშირ-მუყაოს ზედაპირებზე სამუშაოდ.

შემადგენლობა: ფორმულა უნივერსალი C-222  ნაცრისფერი ფხვიერი მასაა. იგი  წარმოდგენილია 25-კილოგრამიან ტომრებში, რომელიც შედგება ცემენტის, მაღალი ხარისხის ქვიშის, მინერალური დანამატების და სპეციალური დანამატებისგან. შემადგენლობის  დოზირება შემუშავებულია და კონტროლდება მშრალი ნაზავების საწარმო „ფორმულას“ ლაბორატორიაში.

მახასიათებლები:

წყალთან შერევის შემდეგ, ახასიათებს:

  • დაბალი სიბლანტე, ადვილად დენადობა;

  • ტიქსოტროპიულობა;

  • ძლიერი შეჭიდულობა;

  • მოცულობის მდგრადობა;

  • დიდი სამუშაო დრო;

  • ყინვაგამძლეობა;

  • ცეცხლგამძლეობა.

სამუშაო პირობები: აუცილებელია მყარი და ყველა ტიპის დაბინძურებისგან გასუფთავებული ზედაპირი. სამუშაოს შესრულება აკრძალულია წვიმის და მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისას, აგრეთვე ორპირი ქარის დროს. 

პროდუცტის მოთხოვნა

პროდუქტის მოსათხოვნად გამოიყენეთ გასაგზავნი ფრომა!