ფორმულა პრემიუმი მაღალი ელასტიურობის მქონე წებოცემენტია. ფიზიკური მახასიათებლების სრულად გამოვლენისთვის აუცილებელია პროდუქციასთან მუშაობის დროს დაცული იყოს ყველა ის სტანდარტი რაც ნაზავის ტექნიკური სერთიფიკატითაა განსაზღვრული.
ფორმულა პრემიუმის მოწყობა ხდება მაქსიმუმ 1-დან 20მმ სისქემდე. პარამეტრის გადაჭარბების შემთხვევაში საბოლოო შედეგის ეფექტურობა მინიმუმამდე მცირდება. სამუშაო მასის მიღებამდე შედეგის ეფექტურობაზე გავლენას ახდენს ფხვიერი მასის შენახვის პირობები.
ფორმულა პრემიუმის ცემენტის ფუძეზე დამზადებული ფხვიერი მასაა, რომელიც შეფუთულია 25 კილოგრამიან ტომრებში. მშრალი ნაზავი აერთიანებს ცემენტის, მაღალი ხარისხის ქვიშის, მინერალურ და სპეციალურ დანამატებს. ფხვნილის შემადგენელი ელემენტების დოზირება განსაზღვრულია საკვლევი ლაბორატორიის მიერ.
25 კგ. ფხვიერი მასა უნდა მოიზილოს 6,5-7 ლიტრ წყალში, 400-800 ბრ/წთ ბრუნით. მასა საკმარისად შერევის შემთხვევაში არ საჭიროებს წყლის დამატებას. ხარჯი 1,5-3,5 კგ/მ2-ზე.
შეფუთულ მდგომარეობაში მშრალი ნაზავის შენახვა რეკომენდებულია არაუმეტეს 12 თვისა.
ფორმულას პრემიუმ წებოცემენტი თავსებადია ბეტონის, ყველა ტიპის ბლოკის, თბო და ბგერასაიზოლაციო მასალების და თაბაშირმუყაოს ზედაპირებზე სამუშაოდ.