სამშენებლო პროცესში მხოლოდ ხარისხიანი მასალა არაა მთავარი პირობა ნაგებობის თუ სარემონტრო სამუშაოების წარმატებით შესასრულებლად. სამშენებლო მასალის მიზნობრიობა მთავარი ცვლადია, რაზეც მომხმარებელმა ყურადღება უნდა გაამახვილოს.
ჩვენს ბლოგში გაგაცნობთ როგორ უნდა შეარჩიოთ წებოცემენტი სამუშაო ზედაპირის მიხედვით და რა მახასიათებლებს უნდა მიაქციოთ შეძენისას ყურადღება.
წებოცემენტი კლასისა და ტიპის მიხედვით უნდა შეირჩეს. ყველა კლასსა და ტიპს აქვს მკაცრად განსაზღვრული მიზნობრიობა.
სამშენებლო მასალების ბაზარზე ძირითადად გვხვდება C0, C1, C2 კლასის მასალა. წებოცემენტის მახასიათებელი „კლასი“ არ აღნიშნავს ხარისხის მაჩვენებელს. ეს არის მასალის განმასხვავებელი დეტალი, შიდა და გარე სამუშაოების, მსუბუქი და მძიმე დატვირთვის მიხედვით. კლასი ასევე აერთიანებს წებოვნების და მოჭიდების მახასიათებლებსაც.
ფორმულას ბრენდის წებოცემენტის ტექნიკურ დეტალებში შეხვდებით მანიშნებლებს T, E, F, S1 და S2. ჩამოთვლილი მაჩვენებლები ხსნის მასალის მოცურების, ელასტიურობის, შრობისა თუ სამუშაო დროის ცვლადებს.
T - მანიშნებელი ჩამოცურების მიმართ მედეგ მასალას ახასიათებს. წებოცემენტი, რომელიც T მახასიათებლით გვხვდება გამოიყენება ვერტიკალურ ზედაპირებზე ფილების ჩამოცურების შესამცირებლად.
E - მანიშნებელი წებოცემენტის სამუშაო დროზე გვაწვდის ინფორმაციას.
F - მანიშნებლის მქონე წებოცემენტი შრობის შესახებ გვაძლევს ინფორმაციას. მასალა, რომელიც Fცვლადით ხასიათდება 3-4 საათის შემდეგ შრება და შედის ექსპლუატაციაში.
S1 - ახასიათებს ელასტიურობის მქონე მასალას. ამ მაჩვენებლით ხასიათდება „ფორმულას“ ყველა იმ კატეგორიის წებოცემენტი, რომელიც გამოიყენება დიდი ფორმატის ფილებზე, გარე პირობებში სამუშაოდ.
S2 - მაღალი ელასტიურობის მაჩვენებლია. ამ ტიპის წებოცემენტი გამოიყენება ყველა იმ შემთხვევაში სადაც ზედაპირთან შემხებლობა აქტიურია და ასევე ძლიერია გარემოდან მოქმედი ფაქტორები - ნესტი, ძალა, ტემპერატურული დისბალანსი და სხვა. გარდა ამისა S2 მანიშნებლიანი წებოცემენტი გამოიყენება მძიმე ფილების მონტაჟის დროს, ძირითადად გარე სამუშაოების პირობებში.
„ფორმულას“ წებოცემენტის საწარმოში დამზადებული პროდუქტი ფლობს ყველა იმ კლასსა და ტიპს, რომელიც საჭიროა ხარისხიანი და მიზნობრივი სამშენებლო თუ სარემონტო პროცესის წარსამართად. ფორმულა უნივერსალი, სტანდარტი, პრემიუმ და ეკონომ მიმართულების მასალა მორგებულია და პასუხობს სხვადასხვა დატვირთვის სამშებელო გადაწყვეტილებებს.