ფორმულა უნივერსალი ელასტიური, მაღალი მედეგობის წებოცემენტია. ფიზიკური მახასიათებლების სრულად გამოვლენისთვის აუცილებელია პროდუქციასთან მუშაობის დროს დაცული იყოს ყველა ის სტანდარტი, რაც ნაზავის ტექნიკური სერტიფიკატითაა განსაზღვრული.
ფორმულა უნივერსალის მოწყობა ხდება მაქსიმუმ 20მმ სისქით. პარამეტრის გადაჭარბების შემთხვევაში საბოლოო შედეგის ეფექტურობა მინიმუმამდე მცირდება. სამუშაო მასის მიღებამდე შედეგის ეფექტურობაზე გავლენას ახდენს ფხვიერი მასის შენახვის პირობები.
ფორმულა უნივერსალის ფხვიერი მასა შეფუთულია 25 კილოგრამიან ტომრებში. მშრალი ნაზავი აერთიანებს ცემენტის, მაღალი ხარისხის ქვიშის, მინერალურ და სპეციალურ დანამატებს. ფხვნილის შემადგენელი ელემენტების დოზირება განსაზღვრულია საკვლევი ლაბორატორიის მიერ.
25 კგ. ფხვიერი მასა უნდა მოიზილოს 6-6,5 ლიტრ წყალში. მასა საკმარისად შერევის შემთხვევაში არ საჭიროებს წყლის დამატებას. ხარჯი 1,5-3,5 კგ/მ2-ზე. სრული გამყარებისთვის მასით დამუშავებულ ზედაპირს სჭირდება 14 დღე.
ფორმულა უნივერსალი თავსებადია ბეტონის, ყველა ტიპის ბლოკის, თბო და ბგერასაიზოლაციო მასალების, თაბაშირმუყაოს ზედაპირებზე სამუშაოდ და დიდი ზომის კერამოგრანიტის ფილების მოსაწყობად.
შეფუთულ მდგომარეობაში მშრალი ნაზავის შენახვა რეკომენდებულია არაუმეტეს 12 თვისა.