სამოქალაქო თუ ინდუსტრიული სამშენებლო პროცესი მოიცავს იმ ცვლადების ერთობლიობას, რომელიც წარმატებული პროექტის წინაპირობაა. ობიექტის, გარემოს ფორმირების, შენობის, ინტერიერის პროექტის შედგენა, მასში გეგმარებითი, მხატვრული და ფუნქციური საკითხების გადაწყვეტა, საინჟინრო-ტექნიკური, ტექნოლოგიური და სხვა ნაწილების დამუშავებასა და დაპროექტებასთან ერთად უმნიშვნელოვანესია ხარისხიანი და გარემოსთან შესაბამისი სამშენებლო მასალის შერჩევა.
რემონტისა და მშენებლობის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მასალა წებოცემენტია, რომელიც შენობა-ნაგებობის სიმტკიცეს უზრუნველყოფს. წებოცემენტის შერჩევისას აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს სამშენებლო ფხვნილის ისეთ თვისებებზე, როგორიცაა სიმტკიცისა და მოჭიდების ხარისხი, ნესტამძლეობა, ყინვაგამძლეობა და სამუშაო ზედაპირის ტიპი. ამასთანავე წებოცემენტი უნდა აკმაყოფილებდეს კლასიფიკაცია EN 12004-ს.
კლასიფიკაცია EN 12004 სტანდარტი აღწერს ტესტირების შესაბამის მეთოდებს, შესრულების გამძლეობის შეფასებას და გადამოწმებას, აგრეთვე კერამიკული ფილებისთვის წებოს კლასიფიკაციას, ნომენკლატურასა და მარკირებას.
მშრალი ნაზავების საწარმო „ფორმულას“ მიერ წარმოებული წებო ცემენტი აკმაყოფილებს კლასიფიკაცია EN 12004 სტანდარტს. მასალის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი სიმტკიცისა და მოჭიდების მაღალი მაჩვენებელია. ფხვნილის თვისებებიდან გამომდინარე, მოკლე ვადებში ხდება მოსაპირკეთებელი მასალის ფიქსაცია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ფორმულას მიერ წარმოებული წებო ცემენტი სრულად პასუხობს თანამედროვე წარმოების სტანდარტებს, ნესტ და ყინვაგამძლეობის კლასს. ამასთანავე, მშრალი ნაზავების საწარმოს ფართო ასორტიმენტი აერთიანებს პროდუქციას ყველა ტიპის ზედაპირისთვის.
ფორმულა აქტიურ საწარმოო ხაზთან ერთად ფლობს ულტრათანამედროვე ლაბორატორიას, სადაც ხდება EN 12004 სტანდარტის მიხედვით პროდუქციის ტესტირება.