პირველად საქართველოში, მშრალი ნაზავების საწარმომ შექმნა ულტრათანამედროვე ლაბორატორია, რომელსაც ანალოგი არ აქვს ქვეყნის მასშტაბით.
ლაბორატორია გათვლილია, როგორც „ფორმულას“ მიერ წარმოებული პროდუქციის ტესტირებაზე, ასევე საშუალებას აძლევს ნებისმიერ მსურველს მშენებლობამდე შეაფასოს შერჩეული პროდუქციის ხარისხი და მიიღოს შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატი.
ულტრათანამედროვე ლაბორატორია აღჭურვილია ყველა იმ დანადგარით, რომელიც ამოწმებს მშრალი ნაზავების მოჭიდების, წნევის, ელასტიურობისა და თერმულ ცვლადებთან მიმართებით მახასიათებლებს.
ამ შესაძლებლობის შექმნით, ქართულ წარმოებასა და ბიზნეს სექტორს ეძლევა საშუალება ლოკალურად, დამატებითი ხარჯების ოპტიმიზაციით, აკონტროლოს სამშენებლო პროდუქციის ხარისხი და მიზნობრიობასთან შესაბამისობა.