B2B სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობითა და მათი მოთხოვნების პროპორციულად, „ფორმულა“ თვითსწორებადი იატაკის წარმოებას იწყებს.
პროდუქტი გამოიყენება ბეტონის ზედაპირის გასასწორებლად და ცემენტ-სილიანი ნაზავის იატაკის მოჭიმვისას, ასევე მსუბუქი ბეტონის ზედაპირის მოსამზადებლად შემდგომი დანაფენებისთვის: ვინილი, ეპოქსიდი, ხალიჩის რბილი იატაკი, ლამინატი, კერამიკული ფილა და ა.შ. იგი მიზანშეწონილია საცხოვრებელ, საზოგადოებრივ, ადმინისტრაციულ და საყოფაცხოვრებო შენობებში დასასხმელად. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის პროდუქტი ქართულ ბაზარზე სრულად იმპორტულია. ტრანსპორტირების და საბაჟო პროცედურები კი საგრძნობლად ზრდის საბოლოო ფასს.
„ფორმულას“ მენეჯმენტის შეფასებით, ადგილობრივი წარმოების პროდუქტით ჩანაცვლება დადებით გავლენას მოახდენს, როგორც სამშენებლო სექტორის, ასევე პროდუქტზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით.
„ფორმულას“ მიერ წარმოებული თვითსწორებადი იატაკი ტესტირებას გადის საწარმოს საგამოცდო ლაბორატორიაში. პროდუქტი ეტაპობრივად ხელმისაწვდომი გახდება „ფორმულას“ პარტნიორ მაღაზიებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით.
„ფორმულას“ მიზანია შესთავაზოს სამშენებლო სექტორს ქართული, პრემიუმ ხარისხის, სამშენებლო ფხვნილები და ხელი შეუწყოს ადგილობრივი წარმოების განვითარებას. ამ მიზნის მისაღწევად კომპანია მუდმივად განაგრძობს საწარმოო ხაზებისა და მიმართულებების განვითარებას.