ჩვენ შესახებ

Page Image
1450
ტონა ცემენტი თვეში
912
მომხმარებელი
56
დასაქმებული

"ფორმულა“ 2018 წლიდან ოპერირებს და ბაზარს საქართველოში წარმოებულ, მაღალი ხარისხის მშრალი ნაზავების მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს.  

აღსანიშნავია, რომ „ფორმულა“ აკმაყოფილებს ადგილობრივ და საერთაშორისო წარმოების სტანდარტებს. ხარისხის კონტროლისა და ახალი მიმართულების განსავითარებლად, საწარმო ფლობს ულტრათანამედროვე ლაბორატორიას, რომელსაც  საქართველოში ანალოგი არ აქვს.

„ფორმულას“ მისიაა უახლესი ტექნოლოგიებით აწარმოოს პრემიუმ ხარისხის სამშენებლო ფხვნილები, მხარი დაუჭიროს ქართული წარმოების განვითარებას და შექმნას ადგილობრივი მშრალი ნაზავების უწყვეტი მიწოდების ჯაჭვი მთელი ქვეყნის მასშტაბით. 

კომპანიის მისიაა ულტრათანამედროვე ლაბორატორიის საშუალებით მუდმივ რეჟიმში მოახდინოს პროდუქციის ტესტირება და მხოლოდ ლაბორატორიულად დადასტურებული პროდუქტი შესთავაზოს ბაზარს.

„ფორმულას“ მიზანია საწარმოო ხაზების განვითარებითა და  მასშტაბის ზრდით, ხელი შეუწყოს ადგილობრივი ბაზრის ქართული  მშრალი ნაზავებით  ათვისებას. საწარმოს მიზანია გაზარდოს ქართული წარმოების  წილი სამშენებლო მასალების ბაზარზე და შეამციროს ექსპორტზე დამოკიდებულება.
მაღალტექნოლოგიური, ულტრათანამედროვე, ლაბორატორიის საშუალებით „ფორმულას“ მიზანია შექმნას შესაძლებლობა ლოკალურად შემოწმდეს სამშენებლო პროდუქციის ხარისხი.