ფორმულა ეკონომი C-022

კლასიფიკაცია EN 12004-ის მიხედვით. წებოცემენტი ფორმულა ეკონომი C-022 მაღალ ელასტიური (S1), დაცურება მედეგი, სტანდარტული სამუშაო დროის მქონე პროდუქტია. (T), გამოიყენება შიდა და გარე სამუშაოებისთვის (CO).
ხელმისაწვდომი: 1500
წონა: 25 კგ

გამოყენების არე: ცემენტის ფუძეზე დამზადებული წებოცემენტი გამოიყენება შიდა და გარე სამუშაოებისთვის, მცირე ზომის კერამიკული და კერამოგრანიტის ფილების დასაგებად. მაქსიმალური სისქე მერყეობს 11მმ-დან 15 მმ-მდე. მისი გამოიყენება შესაძლებელია არასწორ ზედაპირებზეც, რომლებიც წინასწარ გასწორებას არ საჭიროებენ. პროდუქტი მიზანშეწონილია სხვადასხვა ტიპის ბლოკის, მათ შორის, იტონგის  დასაწყობად - შიდა და გარე კედლებისთვის. პროდუქტი გამოიყენება ასევე თბოსაიზოლაციო მასალების, ხმაურის საწინააღმდეგო პანელების, თაბაშირ-მუყაოს ზედაპირებზე სამუშაოდ.

შემადგენლობა: ფორმულა ეკონომი C-022  ნაცრისფერი ფხვიერი მასაა, რომელიც წარმოდგენილია 25 კილოგრამიანი ტომრებით. პროდუქტი შედგება ცემენტის, მაღალი ხარისხის ქვიშის, მინერალური  და სპეციალური დანამატებისგან. ინგრედიენტების დოზირება შემუშავებულია და კონტროლდება მშრალი ნაზავების საწარმო „ფორმულას“ ლაბორატორიაში.

მახასიათებლები: წყალთან შერევის შემდეგ, ახასიათებს:

  • დაბალი სიბლანტე, ადვილად დენადობა;

  • ტიქსოტროპიულობა;

  • ძლიერი შეჭიდულობა;

  • მოცულობის მდგრადობა;

  • სტანდარტული სამუშაო დრო.

არ გამოიყენება:  ხის და მის მსგავს მასალაზე, მეტალზე, რეზინაზე, მარმარილოს, ნატურალური და ხელოვნური ქვების ზედაპირებზე. 

პროდუცტის მოთხოვნა

პროდუქტის მოსათხოვნად გამოიყენეთ გასაგზავნი ფრომა!